კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ზინედინ ზიდანმა “კადისთან” სენსაციური მარცხის მიზეზი დაასახელა

Зинедин Зидан (Фото - Getty Images)

Image source: Getty Images

 

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-6 ტურში “კადისთან” გამართულ მატჩში მარცხის (0-1) შესახებ კომენტარი გააკეთა.

“არამგონია ამ წაგებამ გუნდის მომავალ გამოსვლებზე რამენაირი ზეგავლენა იქონიოს. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. გასაგებია, რომ ეს ჩვენთვის კარგი თამაში არ იყო, მაგრამ შეცდომების გამოსწორებას შევეცდებით.

თამაშში ფიზიკურად არ ჩავერთეთ. თუ ლა ლიგის მატჩში რიტმი არ გაქვს, ყველაფერი რთულდება. მათ უფრო დიდი რიტმი და სურვილი ჰქონდათ.

უკვე მითქვამს, რომ ყოველ მესამე დღეს ერთი მატჩის გამართვა ზოგჯერ სითულეებს ქმნის.

რაც შეეხება დაცვაში თამაშს, ჩვენ აქ ძალას არ ვკარგავთ. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ თამაშში ცუდად ჩავერთეთ.” – ზიდანის სიტყვებს Marca გადმოგვცემს.

 

წყარო – marca.com

“ფენომენმა” რონალდომ თავისი ოცნების გუნდი შეადგინა (ფოტო)