კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგაზე მძიმე ვითარებაშია (ვიდეო)

Image source: Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემმა“ გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ ლიდერ „ლაიფცგის“ უმასპინძლა, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ „ტოტენჰემი“ საკუთარ მოედანზე თამაშობდა, გერმანული გუნდი 90 წუთი აშკარა უპირატესობას ფლობდა და საბოლოო გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასსაწყისში ტიმო ვერნერის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც ინგლისელთა კარში პენალტი ზუსტად შეასრულა.

შედეგად, საპასუხო მატჩის წინ „ლაიფციგი“ წყვილში აშკარა ფავორიტად იქცა და 10 მარტს მოპოვებული უპირტესობის შენარჩუნებას ეცდება.

„ტოტენჰემი“ – „ლაიფციგი“ 0:1

გოლი: 0:1 ვერნერი (58, პენ)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

სანაძე და შერმადინი: “იმედია გულშემატკივარი დარბაზს გაავსებს და კარგ თამაშს ვპირდებით”