კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჟოზე მოურინიოს ოთხი ფარული ტალანტი ურჩიეს

ჟოზე მოურინიოს გიორგი ჩაკვეტაძე ურჩიეს

Image source: gff.ge/SpursOfficial ტვიტერის გევრდი

 

ბრიტანული სპორტული გამოცემა Football London-ი ლონდონის “ტოტენჰემისთვის” და კერძოდ მის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს შეურჩია საინტერესო 4 ფეხბურთელ, რომლებიც ევროპული ტოპ-5 ლიგაში არ თამაშობენ. ამ 4 ფეხბურთელს შორის ერთ-ერთი “გენტის” ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე არის.

პორტუგალიელ სპეციალისტს “ტოტენჰემში” შეიძლება გამოადგეს გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი), მანორ სოლომონი (შახტარ დონეცკი), ფილიპ ურემოვიჩი (რუბინი) და ლინდონ სელაჰი (ტვენტე).

“ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა და იმედია თავისი ქვეყნის ღირსებას ნოემბერშიც დაიცავს, სადაც მისი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის დაუპირისპირდება.

ჟოზეს 21 წლის ფეხბურთელი უნდა ჰქონდეს მხედველობაში, თუკი სურს, რომ გამოცდილი მოთამაშეები უფრო ახალგაზრდებით ჩაანაცვლოს”, – წერს football.london-ი.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

“გენტი” ევროპა ლიგაში გამოდის და მე-2 ტურის მატჩს 29 ოქტომბერს, შინ “ჰოფენჰაიმთან” ჩაატარებს.

 

 

წყარო – football.london

 

 

 

 

“რუბინმა” ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია “გალათასარაიში” 15 მილიონ ევროდ არ გაუშვა