კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჟოზე მოურინიომ სადებიუტო მატჩი მოიგო, “ლივერპულმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

Image source: Tottenham Hotspur

 

11-თვიანი პაუზის შემდეგ ჟოზე მოურინიოს დაბრუნება წარმატებული გამოდგა. ლონდონის „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ვესტ ჰემი“ 3:2 დაამარცხა და პორტუგალიელმა „მამლების“ თავკაცის პოსტზე სადებიუტო გამარჯვება იზეიმა.

„ტოტენჰემმა“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და 49-ე წუთისთვის სონის, ლუკას მოურასა და ჰარი კეინის გოლებით 3:0-ს იგებდა. თუმცა, შემდეგ მოდუნდა და „ვესტ ჰემმა“ 2 ბურთი გაქვითა, თუმცა ეს მაქსიმუმი გამოდგა. მოურინიოს სადებიუტო გამარჯვება იმითაცაა ფასეული, რომ „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგაში იანვრის შემდეგ სტუმრად პირველად მოიგო.

გათამაშების ლიდერი კი ისევ „ლივერპულია“, რომელიც ქულებს არ კარგავს. იურგენ კლოპის გუნდმა ლონდონში, „კრისტალ პალასს“ უმძიმეს ბრძოლაში მოუგო. თუმცა, ეს „წითლებისთვის“ ჩვეული სცენარია, რადგან უკვე ვინ მოთვლის მერამდენედ მატჩის მიწურულს გატანილი გოლით მოიპოვა სამი ქულა. უგოლო ტაიმის შემდეგ ანგარიში სადიო მანემ გახსნა, რასაც ვილფრიდ ზაჰამ უპასუხა, მაგრამ 85-ე წუთზე რობერტო ფირმინომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ლივერპულს“ 37 ქულა აქვს და გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს.

„ვესტ ჰემი“ – „ტოტენჰემი“ 2:3

გოლები: 0:1 სონი (36), 0:2 ლუკას მოურა (43), 0:3 კეინი (49), 1:3 ანტონიო (73), 2:3 ოგბონა (90)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

„კრისტალ პალასი“ – „ლივერპული“ 1:2

გოლები: 0:1 მანე (49), 1:1 ზაჰა (82), 1:2 ფირმინო (85)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“ბარსელონას” ქამ-ბექი “ლეგანესთან” (ვიდეო)