Image source: Premier League
ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და დამაჯერებლად მოუგო.
ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას დუელში გამარჯვება პორტუგალიელს დარჩა. ანგარიში მე-5 წუთზე ლონდონელთა სამხრეთ კორეელმა შემტევმა, ჰონ-მინ სონმა გახსნა და ეს პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გამოდგა.
65-ე წუთზე კი ჯოვანი ლო ჩელსომ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ტოტენჰემი“ 9 ტურში მოპოვებული 20 ქულით პირველ ადგილზეა და პრემიერლიგას ლიდერობს, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ 12 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.
„ტოტენჰემი“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:0
გოლები: 1:0 სონი (5), 2:0 ლო ჩელსო (65)
توتنهام 2 × 0 مانشستر سيتي | اهداف المباراة – ALL GOALS
ــــــــــــــــــــــــــــــــــــــــــــ
to never miss any goal Follow @BASAMGOAL_ pic.twitter.com/7C3jHZnd8j— بـســـــــــGOALــــــامـــ (@LBN9000) November 21, 2020
წყარო – Premierleague
ვიდეობი
ფოტოები