კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხის მიზეზი დაასახელა (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

ტოტენჰემის” ახალმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხის (2:1) მიზეზების შესახებ ისაუბრა.

“ჩვენ დავმარცხდით შემტევითი განლაგების გამო. ჩვენ დავმარცხდით, იმის გამო, თუ როგორი ემოციით მოვედით თამაშზე. ისინი ჩვენზე ემოციურები აღმოჩნდნენ. ისინი დომინირებდნენ. პირველი ტაიმი ჩვენ კარგი შეგრძნებით და პოზიტიური შედეგით დავასრულეთ, იმის შეგრძნებით, რომ მათზე უკეთ ვითამაშეთ. შემდეგ კი მეორე ტაიმში ჩვენ შეცდომა დავუშვით და სრულიად სხვა თამაში ვიხილეთ”, – განაცხადა მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ეს ჟოზე მოურინიოს პირველი მარცხი იყო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის რანგში და ეს “ოლდ ტრაფორდზე” ყოფილ გუნდთან მოხდა.

წყარო – Football Daily

ჟოზე მოურინიომ “ტოტენჰემში” პირველი მარცხი ყოფილ გუნდთან განიცადა (ვიდეო)