კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჟოზე მოურინიომ ერთადერთი თამაში დაასახელა, რომლის შემდეგ იტირა

Image source: Marca

 

„ტოტენჰემის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ფეხბურთის გამო მხოლოდ ერთხელ იტირა.

„ბაიერნთან“ წაგება ერთადერთი თამაშია, როდესაც ვიტირე. კარგად მახსოვს, რომ მე და აიტორ კარანკამ მანქანა ავტოსადგომზე დავაყენეთ და სახლის წინ ვტიროდით. ძალიან ძნელი იყო ამასთან შეგუება, რადგან იმ დროს ევროპაში საუკეთესო გუნდი გვყავდა“ – გაიხსენა ჟოზემ.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ „რეალისა“ და „ბაიერნის“ 2012 წლის მატჩი გაიხსენა, როდესაც გერმანელებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პენალტების სერიაში იმარჯვეს.

 

 

 

 

წყარო – Marca.com

 

 

 

 

საყვარელი ძიუდოსტი, გმირი, ფავორიტი საჭმელი და რატომ ძიუდო – გაიცანით ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ვიდეო)