კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგაზე: “ჰემილტონს ჰკითხეთ, სურს თუ არა მას ფორმულა 2-ის მოგება”

ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგაზე ისაუბრა

Image source: yahoo sport

 

ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგის შესახებ თავისი აზრი გამოხატა.

ევროპა ლიგა – ეს არ არის უმთავრესი ევროთასი. მაგრამ, ეს არის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი. როდესაც კლუბი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხდება, ფეხბურთელი ან მწვრთნელი ხელში იღებს თასი…

შეეკითხეთ ლიუის ჰემილტონს, სურს მას ფორმულა 2-ის ან 3000-ის მოგება, დაასახელეთ როგორც გნებავთ. არ ვფიქრობ, რომ ეს მისი ცხოვრების ოცნებაა.

ჩემი აზრით, ეს ის ტროფეია, რომლის აღებაც “ტოტენჰემს” სურს. “მანჩესტერ იუნაიტედი”  უდიდესი კლუბია, რომელიც ფიქრობს ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ჩვენ ვითამაშეთ ევროპა ლიგაზე და მოვიგეთ (2016/17 წლების სეზონში).

ვფიქრობ, რომ “ტოტენჰემმა” ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შემდეგ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშოს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მაგისთვის” , – განაცხადა მოურინიომ.

ინგლისის პრემიერლიგის 35 ტურის შემდეგ “ტოტენჰემს52 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილს იკავებს.

 

 

წყარო goal.com

 

 

 

 

იურგენ კლოპი: “ჯერ 4 წელი “ლივერპულში” დავრჩები”