კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჟოზე მოურინიო: “ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა”

მოურინიოს კომენტარი სიტის შესახებ

Image source: Getty images

 

ინგლისური „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროთასებზე „მანჩესტერ სიტის“ დაშვებით უკმაყოფილია. მისი აზრით, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, რადგან თუ „სიტი“ დამნაშავე არ ყოფილა, მაშინ 10 მილიონი ევროს ჯარიმა არ უნდა დაეკისრათ. თუ დამნაშავე იყო, მაშინ ევროტურნირებიდან უნდა მოეხსნათ. მე ნამდვილად არ ვიცი დამნაშავეა თუ არა, მაგრამ ყველა შემთხვევაში სამარცხვინო გადაწყვეტილებაა“ – თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ევროტურნირებიდან 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნეს და ინგლისური კლუბი ჩვეულებრიდავ შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს.

 

წყარო – Sky Sports News

 

ოლეგ ვენგლინსკი: “სწორედ მაშინ კალაძე ცუდად გახდა”