კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი მიქაუტაძეს წითელი ბარათი ძალიან ძვირი დაუჯდა

მიქაუტაძის ინტერვიუ

Image source: Seraing

 

ბელგიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა „სერენის“ ფეხბურთელ გიორგი მიქაუტაძის წითელ ბარათზე იმსჯელა და მკაცრად დასაჯა.

ქართველმა თავდამსხმელმა „მოლენბეეკთან“ შეხვედრაში მეტოქეს ზემოდან ფეხი დააბიჯა, რაც კლუბში გაკეთებული განცხადებით უნებლიედ მოუვიდა, მაგრამ ასე არ ფიქრობენ, ბელგიის საფეხბურთო კავშირში.

ამიტომ, მიქაუტაძეს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1 750 ევროს ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს.

გიორგის 2020 წლის ბოლო და 2021 წლის საწყისი ორი თამაშის გამოტოვება მოუწევს. ის „სერენის“ ლიდერია და 16 გოლით პროქსიმუს ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

 

წყარო – dhnet.be

 

გიორგი შერმადინი ესპანეთში ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა (ვიდეო)