კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჟორჟ მიქაუტაძემ ბელგიაში მე-16 გოლი გაიტანა (ვიდეო)

მიქაუტაძის გოლი

Image source: Seraing

 

ბელგიის პროქსიმუს ლიგის მე-13 ტურში ჟორჟ მიქაუტაძის „სერენმა“ სტუმრად „ბრიუგეს“ 23-წლამდელთა გუნდი დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

ერთი გოლი მიქაუტაძემ გაიტანა. 20 წლის ქართველმა, რომელიც საფრანგეთშია დაბადებული და ამავე ქვეყნის მოქალაქეა მეტოქის კარში გოლი მე-19 წუთზე გაიტანა, ხოლო 69-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 16 გოლი აქვს გატანილი და ეს მხოლოდ 13 შეხვედრაში მოახერხა. „სერენი“ 25 ქულით მეორე ადგილზეა.

 

 

წყარო – Eleven Sports

 

ოფიციალურად: “სან ხოსე” გურამ კაშიამ დატოვა