კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზაზა მჭედლიძემ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზაზა მჭედლიძემ გამგეობის გამართულ სხდომაზე პრეზიდიუმის წევრებს გადადგომის მოთხოვნით მიმართა, რასაც 17 წევრიდან 13 დაეთანხმა.

ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ეროვნული ნაკრების მთავაფრი მწვრთნელი – მერაბ ბაზაძე შეასრულებს. საარჩევნო საანგარიშო ყრილობა კი 2020 წელს ტოკიოს ოლიმპირუი თამაშების დასრულების შემდეგ გაიმართება.

პრეზიდენტთან ერთად შეიცვალა გენერალური მდივანიც. ამ თანამდებობაზე დავით სახვაძეს ნინო ჯერენაშვილი შეცვლის.

“ჩემ სმუშაობაში მე თვითონ დავინახე ის შეცდომა, რაც არ წაადგება ქართული ფარიკაობის ეფექტურ მუშაობას. პირადად ჩემი მოთხოვნა იყო, რომ გამოვსულიყავი და ჩემი გადადგომის საკითხი დამეყენებინა და წარმოვადგინე მერაბ მაზაძის კანდიდატურა.

 

ესპანეთში მოასპარეზე გიორგი ქოჩორაშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდა