კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზამთრის თასის 2020 წლის ტურნირი დასრულდა, საქართველომ ფინალში ითამაშა

Image source: Fotojet.com

 

ბათუმში დასრულდა დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის გათამაშება, რომელიც უკვე მეოთხე წელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ვეტერანთა ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობდა. A ჯგუფში უკრაინის, თურქეთისა და ესპანეთის ნაკრებებმა ითამაშეს. პირინელებმა ორივე შეხვედრა წააგეს და ჯგუფში ჩარჩნენ, ხოლო ნახევარფინალში უკრაინა და თურქეთი გავიდნენ.

B ჯგუფში იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ფიფასა და უეფას ნაკრებებს ორივე თამაში მოუგო. ხოლო, უეფამ ფიფას აჯობა და ჯგუფიდან გასვლა მოახერხა.

ნახევარფინალში უკრაინამ უეფას ძალიან ადვილად აჯობა 5:1, ხოლო საქართველომ თურქეთს დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 მოუგო. შედეგად, ფინალში ჩვენი ქვეყნის გუნდი უკრაინას გაეჯიბრა. ფინალური მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და შეხვედრის დასკვნით ნაწილში ედუარდ ციხმესტრუკის გოლით სტუმრებმა მოიგეს.

უკრაინა პირველად დაეუფლა ზამთრის თასს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი გახდა, ბომბარდირი გეორგიოს კარაგუნისი, ხოლო მეკარე ვიტალი რევა.

გარდა ამისა, ზამთრის თასის გათამაშება 15-წლამდე გუნდებს შორის გაიმართა. ჩემპიონობა სფფ-ს რუსთავის აკადემიამ შეძლო, რომელმაც ფინალში „დინამო თბილისი“ დაამარცხა.

 


 

ხელბურთი – საქართველო ფინეთში დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა