კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზამთრის თასი 2020. საქართველომ უეფა დიდი ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

Image source: gff.ge

 

ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში 2020 წლის ზამთრის თასის გათამაშება – ლეგენდების ტურნირი იმართება.

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა უეფას გუნდთან გამართა და უხვგოლიან შეხვედრაში 5:2 გაიმარჯვა.

ჩვენი გუნდის რიგებში გოლების ავტორები გახდნენ დავით სირაძე, გიორგი რევაზიშვილი, გიორგი დემეტრაძე და ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ჯგუფის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ფიფა-ს წინააღმდეგ 16:00 საათზე გამართავს.

წყარო – gff.ge

“ბორნმუთის” მცველმა ერთი წამით თავი მეკარედ წარმოადგინა და სეზონის სეივი შეასრულა (ვიდეო)