კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ზამთრის ოლიმპიური თამაშები დაიწყო (ვიდეო = ფოტოები)

ზამთრის ოლიპმიადა

სამხრეთ კორეაში სულ ცოტა ხნის წინ 23-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ამ ცერემონიალზე სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ დაამტკიცეს, რომ სპორტი ყოველგვარ პოლიტიკურ უთანხმოებაზე ზემოთ დგას და საზეიმო აღლუმზე ერთიანი დროშის ქვეშ გამოსვლით “ოლიმპიურ სტადიონზე” მშვიდობა დააანონსეს.

ამ უმნიშვნელოვანეს სპორტულ მოვლენაში 92 ქვეყნიდან 2925 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ზამთრის ოლიმპიადისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია. 15 სპორტულ სახეობებში 102 მედლები გათამაშდება. თამაშების 25 თებერვალს გაიმართება.

წარმოგიდგენთ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველ სპორტსმენებს:

1.იასონ აბარამაშვილი – სამთო – სათხილამურო სპორტი ( IV თამაშები)
2.ნინო წიკლაური – სამთო – სათხილამურო სპორტი (III თამაშები)
3.გიორგი სოღოიანი – საციგაო სპორტი (I თამაშები)
4.მორის ყვითელაშვილი – ფიგურული ციგურაობა (I თამაშები)

შეჯიბრებების გრაფიკი (განსხვავება თბილისის დროსთან +5 საათი)

11.02 – 18:50 – 21:35 – გიორგი სოღოიანი
12.02 – 10:15 – 15:35 – ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი)
14.02 – 10:15 – 15:25 – ნინო წიკლაური (სლალომი)
16.02 – 10:00 – 14:30 – მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა)
17.02 – 10:00 – 14:25 – მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა)
18.02 – 10:15 – 15:45 – იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი)
22.02 – 10:15 – 15:40 – იასონ აბრამაშვილი (სლალომი )

  • 27