კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა წყვილმა ბრინჯაო მოიპოვა

Image source: Winter Youth Olympic Games Lausanne 2020

 

ლოზანაში მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის ქართულმა წყვილმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია.

ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას დუეტმა მოკლე პროგრამაში მე-3 ადგილი დაიკავეს.  ფინალში ამ პოზიციის შენარჩუნებით ჩვენმა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბუტაევამა და ბერულავამ თავისუფალ პროგრამაში 98.15 ქულა (47.73 ტექნიკური ელემენტებისთვის+51.42 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღეს და მხოლოდ რუსულ წყვილებს ჩამორჩნენ. საბოლოო ჯამში, ალინა და ლუკა კვარცხლბეკზე 157.42 ქულით ავიდნენ.

ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საპრიზო სამეულში მოსახვედრად ალინა ურუშაძე 13 იანვარს იბრძოლებს.

წყარო – Winter Youth Olympic Games Lausanne 2020.

ჯონ ტერიმ დიეგო კოსტას მონაწილეობით კურიოზული ვიდეო გაავრცელა (ვიდეო)