კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

WhoScored. გურამ თეთრაშვილი რუსეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდშია

Image source: FK Tambov

 

საფეხბურთო კლუბ “ტამბოვის” ქართველი მცველი გურამ თეთრაშვილი WhoScored-ის ვერსიით რუსეთის პრემიერ ლიგის 15-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

თეთრაშვილის “ტამბოვმა” სტუმრად “სოჭი” ანგარიშით – 1-2 დაამარცხა. ქართველმა მცველმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და უცვლელად ითამაშა. მატჩის 56-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1-1 იყო, 31 წლის ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელში გუნდის ოფიციალურ გვერდზე გაზიარებულ სიმბოლურ გუნდში, რომელიც Instat-ის ვერსიით არის შედგენილი, თეთრაშვილი არ არის შეყვანილი.

წყარო – whoscored.com

 

სოლომონ კვირკველია და დავით ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მატჩებში ითამაშებენ თუ არა