კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

walfoot.be: “კატასტროფა გენტისთვის. გიორგი ჩაკვეტაძის ხანგრძლივი რეაბილიტაცია”

გიორგი ჩაკვეტაძე

გენტისა” და საქართველოს ნაკრების ქრართველმა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ხანგრძლივი სარეაბულიტაციო კურსი ელის.

ბელგიური გამოცემა Walfoot.be ქართველი ლეგიონერის გუნდში არყოფნას “გენტისთვის” კატასტროფიულად აფასებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მის დაბრუნებას ახლო მომავალში ვერ ვიხილავთ. ქართველმა ფეხბურთელმა ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი უნგა გაიაროს და ვერ ითამაშებს სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაში.

ეს ტრაგედიაა 19 წლის ფეხბურთელისთვისაც, რომლითაც მრავალი წამყვანი ევროპული კლუბი ინტერესდებოდა, განსაკუთრებით მისი შესანიშნავი გამოსვლების შემდეგ”, – ნათქვამია სტატიაში.

ქართველი ძალოსანი მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და სარჩელს სასამართლოში შეიტანს