კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

VTB-ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიამ “ცსკას” ულიდერა (ვიდეო)

თორნიკე შენგელია სიბურ არენაზე ერთერთი საუკეთესო იყო

Image source: cskabasket.com

 

VTB-ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში წარმატებით ითამაშა “ცსკას” ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიამ.

არმიელებმა სანქტ-პეტერბურგის “ზენიტს” ესტუმრეს და ქართველი ფორვარდის ლიდერობით 78:73 გაიმარჯვეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 31:36 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა და არმიელთა რიგებში მხოლოდ გერმანელ იოჰანეს ფოგტმანს (26) ჩამორჩა.

 

აღვნიშნოთ, რომ ნახევარფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება, ხოლო მომდევნო მატჩი კი, 19 მაისს 21:00 საათზე, ისევ სანქტ-პეტერბურგის “სიბურ არენაზე” ჩატარდება.

 

 

 

 

წყარო – cskabasket.com

 

 

 

 

 

 

 

რუნი: “მანჩესტერში მას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც რონალდუს”