კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

VTB ლიგა: თორნიკე შენგელიას “ცსკას” წარმატებული სტარტი მინსკში (ვიდეო)

შენგელიას 13 ქულა 15 წუთში და ცსკა-ს იოლი გამარჯვება მინსკში

Image source: cskabasket.com

 

VTB ლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას “ცსკა” მინსკში ბელარუსულ “ცმოკის” შეხვდა და 48 ქულის სხვაობით – 92:44 ანგარიშით დაამარცხა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 14:51 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 4-დან 3 ორქულიანი, 3-ქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შენგელიას მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 18-ს გაუტოლდა და ის გუნდის რიგებში მხოლოდ სერბ ნიკოლა მილუტინოვს (14 ქულა, 10 მოხსნა) ჩამორჩა.

აღვნიშნოთ, რომ “ცსკა” VTB ლიგაში მომდევნო მატჩს შინ, 26 სექტემბერს პოლონური “ზელენა გურას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

 

 

 

წყარო – cskabasket.com

აკი ბაშოს მე-13 დღე: ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება უვატენაგეს ილეთით (ვიდეო)