კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ვლადიმირ ვაისს კონტრაქტი “საქართველო” – “ბელარუსის” მატჩის ჩატარებამდე – მარტის ბოლოს ეწურება. რას გადაწყვეტს ფედერაცია?

Image source: GFF

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ალექსანდრე იაშვილთან და დავით მუჯირთან ერთად გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

ერთ ერთი დასმული კითხვა უკავშირდებოდა საქართველოს ნაკდების მთავარი მწვრთნელის საკითხს. მოგეხსენებათ, რომ საქართველო – ბელარუსის მატჩი უნდა გამართულიყო 26 მარტს, ხოლო ვაისის კონტრაქტი 31 მარტს იწურება. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დარჩენის საკითხიც სწორედ ამ მატჩის შედეგზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით აღნიშნული მატჩი მიმდინარე წლის ივნისამდე გადაიდო და გულშემატკივარს აინტერესებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიღებს ფედერაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა, რომ ფედერაცია კმაყოფილია ვლადიმირ ვაისის მუშაობით და ამიტომაც ის ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელია. მასთან აქვთ ყოველდღიური კომუნიკაცია.

“თუ თამაში იქნება ივნისში, ჩვენი მიზანია საქართველოს ნაკრები ვლადიმირ ვაისმა მოამზადოს. დანარჩენს ყველაფერს სჭირდება დრო და დეტალები უახლოეს პერიოდში გაირკვევა”, – განაცხადა იაშვილმა.

 

წყარო – Levan Kobiashvili Facebook Page

ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და დავით მუჯირი გულშემატკივრების კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობენ (LIVE)