კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების წლის ბოლო 3 მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა (ფოტო)

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2020 წლის ნოემბერში 3 ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება.

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითმაშებს, 18 ნოემბერს კი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება. სამივე შეხვედრის მასპინძელი “დინამო არენა” იქნება.

ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ეროვნულ ნაკრებში 29 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტი – “როტორის” 22 წლის ქართველი შემტევი ბექა მიქელთაძე.

უკვე ცნობილია, რომ ტრავმის გამო მომდევნო 3 შეხვედრაში ჩვენ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს თბილისში დაიწყებს.

ვაისმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

ცნობილია კიდევ 5 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი).

მატჩების განრიგი
12 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია
15 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო – სომხეთი
18 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო – ესტონეთი

ხსენებული 3 შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

ბორჯღალოსნები შემოდგომის ერთა თასისთვის შეკრებას შევარდენის ბაზაზე განაგრძობენ (ვიდეო)