კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვლადიმირ ვაისი: “ორი მატჩიც და თქვენ ახალი მწვრთნელი გეყოლებათ”

ვაისის კომენტარი

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოდან მიდის.

სლოვაკი მომდევნო ორი მატჩი უხელმძღვანელებს ნაკრებს და შემდეგ გადადგება:

„პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ ასეთია ფეხბურთი და ცხოვრება გრძელდება. ბოდიშ ვუხდი ყველას. ვულოცავ მეტოქეს, გვაჯობეს. ყველასთვის სამწუხარო დღეა.

ჩემი დრო საქართველოში ამოიწურა. მომდევნო ორი თამაში და შემდეგ თქვენ ახალი მწვრთნელი გეყოლებათ. ვასრულებ აქ მუშაობს. დღეს ყველა ვტირით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა“ – თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.

 

5 მატჩი – 5 გამარჯვება. შოთა არველაძე ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელია