კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვლადიმირ ვაისი: “დარწმუნებული ვარ თამაშის შემდეგ ყველა ბედნიერები ვიქნებით”

ვლადიმირ ვაისი მატჩისწინა ინტერვიუ

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშამდე პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალსიტმა გუნდში შექმნილ ატმოსფეროზე და თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ამ თაობისთის და მთელი საქართველოსვის დიდი თამაშა. ძალიან მნიშვნელოვანი დანაკლისი გვაქვს კვარაცხელიასა და შენგელიას სახით, მაგრამ გუნდში არის სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც მზად არიან მოედანზე გასასვლელად. როდესაც წინა პრესკონფერენციაზე მკითხეს ვის ვისურვებდი ფინალში მეტოქედ, ვუპასუხე, რომ ახლა ჩვენი მთავარი მეტოქე კორონავირუსი იყო.რეალობა ასეთია და ეს სამწუხაროა.

ჩვენ გუნდში სხვა შემტევივ გვყავს, მაგალითად დებიუტანტი მიქელთაძე, ნიკა კაჭარავა, პაპუნაშვილი. გიორგი პაპუნაშვილი ზალიან კარგ გუნდში და ქვეყანაშია, მაგრამ მას საკმაოდ შეზღუდული სათამაშო დრო აქვს. 2 წლის წინ კარგ ფორმაში იყო, სანამ ტრავმას მიიღებდა. თუმცა, მას შეუძლია თამაში და ამ უახლოეს სამ შეხვედრაში აუცილებლად გამოვიყენებთ.
ჩრდილოეთ მაკედონიამ წინა ორ თამაშში ორი სხვადასხვა ტაქტიკა გამოიყენა და ამიტომ, ყველაფრისთვს მზად ვარ. ერთი გოლით მეტი საკმარისი იქნება გამარჯვებისთვის ეს უნდა გვახსოვდეს. შეტევაში ხარისხიანი თამაში მნიშვნელოვანია. ემოციური ფონი მაღალია და ემოციური თამაში იქნება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თამაშის შემდეგ მთელი საქართელო ძალიან ბედნიერი იქნება“ – განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

 

ნონა გაფრინდაშვილის თასზე 16 საუკეთესოს ვინაობა გაირკვა