კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვლადიმერ ვაისი: “ეს ის მომენტია, როცა შეგვიძლია ქართული ფეხბურთის ისტორია გადავწეროთ”

Image source: 24h.ba

 

ერთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრას გამოეხმაურა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმერ ვაისი.

“ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და ქართულ ფეხბურთს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის. ეს ის მომენტია, როცა შეგვიძლია ქართული ფეხბურთის ისტორია გადავწეროთ”, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა კენჭისყრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ დღეს უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა. ერთა ლიგის D ჯგუფის ნახევარფინალებში (26 მარტს გაიმართება მატჩები) ერთმანეთს ხვდებიან საქართველო და ბელარუსი, კოსოვო და ჩრდ. მაკედონია. ფინალი (31 მარტს გაიმართება) კი 1-მატჩიანი იქნება, ხოლო ფინალში გამარჯვებული კი ევრო-2020-ზე ითამაშებს.

 

წყარო – UEFA EURO 2020

ერთა ლიგა: ბელარუსული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ფინალი საქართველოში შედგება