კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ვლადიმერ გუცაევი: “ევრო-2020-ის პლეი-ოფის ფინალში ასე არ იქნება”

გუცაევმა საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის შესახებ ისაუბრა

Image source: 1tv.ge

 

თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ ვლადიმერ გუცაევმა გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებების მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

“12 ნოემბრის შეხვედრას საქართველოს ნაკრებიც შედარებით ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება და ჩრდილოეთ მაკედონიაც.

ჩვენი ნაკრებების პირველი ორი შეხვედრა ისე გაიმართა, ორივე ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ბევრი მოთამაშეები აკლდა. ევრო-2020-ის პლეი-ოფის ფინალში ასე არ იქნება, მოთამაშეები ჩრდილოეთ მაკედონიასაც დაემატება და საქართველოსაც. ეს ისეთი შეხვედრაა, რომელშიც მოთამაშეებს მოტივაცია არ დასჭირდებათ. ეს იქნება გადამწყვეტი შეხვედრა და პირადად მე ჩვენი ნაკრებისგან ბევრს ველი. იმედია, 12 ნოემბერს ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება”, – აცხადებს ვლადიმერ გუცაევი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩი 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება, ხოლო გამარჯვებული კი ევრო-2020-ის საგზურს მოიპოვებს.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

ცნობილია ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე “ლანჩხუთის” მეტოქის ვინაობა