კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ვლადიმერ გუცაევი: “აქედან უცხოეთში მიდიან ფეხბურთელები”

ვლადიმერ გუცაევის კომენტარი

Image source: FC Dinamo Tbilisi

 

ნოემბრის სანაკრებო მატჩებზე კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ გუცაევმა გადაცემა „ტაიმაუტში“ გააკეთა.

“მთელი საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშით ცხოვრობდა – ჟურნალისტები, გულშემატკივრები. ყველას ეგონა, რომ თბილისის „დინამოს“ წარმატებების შემდეგ დადგა მომენტი, როდესაც გავიხარებდით, მაგრამ ასე მგონია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს იმედები შორეულ პერსპექტივაში გადაგვეწია.

ჩემი აზრია, რომ ჩვენი ნაკრების მომავალი მწვრთნელი აუცილებლად უნდა იყოს ქართველი. ბოლო მწვრთნელიც, მანამდე იყვნენ ჟირესი, ტოპმიოლერი, კუპერი და წინ ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდამს. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენს მწვრთნელებს – ყიფიანს, ძოძუაშვილს, ჩივაძეს, მეც უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიგია. კახა ცხადაძემ თქვა, რომ ორი ფეხბურთელის ნაკრებში თამაში არ შეიძლება. მე კი ვიტყვი 10 მოთამაშეზე, რომ უბრალოდ თავისი კვალიფიკაციით არ არიან ღირსები, რომ ნაკრებში იყვნენ. ეს ვაისმა აღიარა, მაგრამ მანამდე უნდა ეფიქრა. მეორეცაა – ბევრი თავის ადგილზე არ თამაშობდა.

უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, მაგრამ საინტერესო მოთამაშეები საქართველოს პირველობაზეც არიან. უცხოეთში აქედან მიდიან ფეხბურთელები და კიდევ რამდენი საინტერესო მოთამაშე მეგულება – თუნდაც, „ლოკომოტივის“ ფლანგის შემტევი თორნიკე კირკიტაძე. ამ ბიჭის თამაში არ მავიწყდება. ასეთი სისწრაფის ფეხბურთელი დიდი ხანია არ მინახავს, მგონი, ბლოხინზე სწრაფიცაა. რატომ არ შეიძლებოდა მისი გამოძახება, როდესაც ამ პოზიციაზე სწრაფი მოთამაშეები დაგაკლდა და ერთხელ არ ნახე, რა შეეძლო?“, – განაცხადა გუცაევმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის მეექსვე ტურის შეხვედრა გამართა და გატანილი გოლების გარეშე ფრედ – 0:0 დასრულდა.

 

 

 

წყარო –1tv.ge

 

 

 

 

 

 

გიორგი ნავალოვსკიმ გულშემატკივრების მხარდაჭერას გამოეხმაურა