კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ვიცი რომ კლუბსა და მწვრთნელს ჩემში ეჭვი არ ეპარებათ” – გრიზმანი “ბარსელონაში” დარჩება

Антуан Гризманн (Фото - Getty Images)

Image source: Getty Images

 

“ბარსელონას” თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი კატალონიური კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

“არ ვიცი რატომ იგონებს ხალხი, თითქოს სხვა გუნდში ვაპირებდე წასვლას. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს უნდათ გაიგონ, გამოიცნობენ თუ არა. მაგრამ მე აქ კარგად ვგრძნობ თავს. ვიცი რომ კლუბსა და მწვრთნელს ჩემში ეჭვი არ ეპარებათ, ასე რომ, ყველაფერი რიგზეა.

გასული სეზონი ძალიან რთული იყო თითოეული ჩვენგანისთვის. ახლა ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ.” – განაცხადა გრიზმანმა М6 ტელეარხის ეთერში.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენს “ლივერპული“, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი“.

განვლილ სეზონში 29-წლის მოთამაშემ ლა ლიგის დასრულებულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გაიტანა.

წყარო – Mundo Deportivo

 

ფაბრიციო რომანო: “ბარსელონა” დეპაის შეუთანხმდა