კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ვიცე-პრემიერის განცხადება საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩთან დაკავშირებით

დინამო არენა უგულშემატკივროთ უმასპინძლებს ევროს 3 თამაშს

Image source: gff.ge/ge

 

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება.  აღნიშნულ ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

“სწორედ იმის გამო, რომ არ შეგვიძლია, პოლიტიკური პროცესის აკრძალვა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აქციაზე ადამიანს პირბადე არ უკეთია, სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ პოლიტიკურ აქტორებს, დაიცვან წესები. თუმცა როდესაც ვსაუბრობთ სპორტულ ან კულტურულ ღონისძიებაზე, ამის აკრძალვა შესაძლებელია არსებული მძიმე ფონის გათვალისწინებით. უეფას რეკომენდაციაა, რომ სტადიონზე იმყოფებოდეს გულშემატკივართა არაუმეტეს 30%, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გადაწყვეტილებას თითოეული ქვეყანა ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. შემიძლია გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამ მატჩის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევს. მოდით, ყველამ ერთად, გამოვიჩინოთ უდიდესი პასუხისმგებლობა და ფეხბურთელებს სახლებიდან ვუქომაგოთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე უმასპინძლებს.

 

 

წყარო – imedinews.ge

 

 

 

 

 

 

სასწრაფოდ: დიდი 10-ის 3 მატჩი გადაიდო