კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ვის მიუძღვნეს საქართველოსთან გამარჯვება სომეხმა ფეხბურთელებმა? (ფოტო)

თუ ვის მიუძღვნეს სომეხმა ფეხბურთელებმა გამარჯვება

Image source: armenian_ff ინსტაგრამის გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მე-5 ტურში სომხეთს დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. ჩვენი ნაკრების რიგებში ერთადერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

მატჩის შემდეგ სომეხმა ფეხბურთელებმა – მცველმა ჰოვანეს ჰამბარცუმიანმა და თავდამსმელმა ტიგრან ბარსეღიანმა სპეციალურად დამზადებული ბუცებით ითამაშეს. ჰამბარცუმიანისა და ბარსეღიანის ბუცებზე არცახის ომში დაცემული სომეხი ჯარისკაცები იყვნენ გამოსახული.

“ყველასთვის გასაგებია, ვის ეძღვნებოდა ეს გამარჯვება”, – წერია სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრას 18 ნოემბერს “დინამო არენაზე” ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

წყარო – armenian_ff