კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ვინსენ კომპანიმ პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მცველი დაასახელა

კომპანიმ საუკეთესო მცველი დაასახელა

Image source: Getty images

 

ბრიუსელის „ანდერლეხტის“ ფეხბურთელმა და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა კაპიტანმა ვინსენ კომპანიმ პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მცველი დაასახელა.

ბელგიელის აზრით, ვირჯილ ვან დეიკი ყველაზე ძლიერი მცველია, ვისაც ინგლისის პრემიერლიგაში უთამაშია.

„ვინაიდან დიდი ხანი პრემიერლიგაში არ უთამაშია, შეიძლება უცნაური არჩევანია, მაგრამ ვან დეიკი. ამ დროში დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზეა და მომატება კიდევ შეუძლია. მას თანაგუნდელებთან კომუნიკაცია მყარად აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ავირჩიე“, – თქვა კომპანიმ.

შეგახსენებთ, რომ ვან დეიკი „ლივერპულში“ 2018 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე „საუთჰემპტონში“ ირიცხებოდა.

 

 

 

 

 

წყარო – Daily Mail

როდის განახლდება ევროთასების სეზონი? – უეფაში პასუხი ამ ეტაპზე არ იციან