კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ვინ განსჯის საქართველო-ბელარუსის მატჩს – პირველად VAR–ის მსაჯები

ჩაქირი განსჯის საქართველო-ბელარუსის მატჩს

Image source: gazeteduvar

 

8 ოქტომბერს, ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებები შეერკინებიან. ხსენებულ მატჩს განსჯის თურქი მსაჯებისგან შემდგარი პერსონალი – ჩუნეით ჩაქირის ხელმძღვანელობით. 43 წლის არბიტრს ბაჰატინ დურანი და თარიქ ენგიუნი დაეხმარებიან. მეოთხე რეფერი კი მეტე კალკავანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ უეფა საქართველოში პირველად გამოიყენებს VAR–ის მსაჯებს – აბდულქადირ ბიტიგენი და ჰუსეინ გეჩეკი იმუშავებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო – uefa.com

 

 

 

 

თომას ბახის: “ოლიმპიური თამაშების გახსნის თარიღი ხელუხლებელი დარჩება”