კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ვილი სანიოლის გუნდმა თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება გუშინ დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა არასრული შემადგენლობით ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა, სადაც საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი იყო ჩართული.

ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები (გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა და გიორგი აბურჯანია) დღეიდან შეუერთდებიან. გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშს თბილისში განაგრძობს და ბათუმში 7 ოქტომბერს გაემგზავრება.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლმა საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ სათამაშოდ 25 ფეხბურთელი გამოიძახა, ასევე უახლოეს შეხვედრებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კლუბში მიღებული ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.​

აღვნიშნოთ, რომ საქართველო – საბერძნეთის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, რომლის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

13 წლის წინ ზუსტად ამ დღეს: ლევან მჭედლიძემ “იუვენტუსს” გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა (ვიდეო)