კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვილი სანიოლი: “შრომით, დისციპლინით და მონდომებით ისტორიას დავწერთ”

სანიოლის კომენტარი

 

საქართველოს ნაკრებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში ფრანგი მწვრთნელი, ვილი სანიოლი გაწვრთნის. 43 წლის სპეციალისტმა ახალ პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შრომით ისტორიას დაწერენ.

„წილად მხვდა პატივი, რომ შემდეგი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. სფფ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და ნაკრების მოთამაშეთა პოტენციალმა დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევაა. დიდი შრომით, დისციპლინით და მონდომებით, ერთად დავწერთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს“, – თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „სენტ ეტიენში“, „მონაკოსა“ და „ბაიერნში“ თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 2000-2008 წლებში 58 თამაში ჩაატარა. ის „ბაიერნში“ ხუთჯერ გერმანიის ჩემპიონი გახდა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, საფრანგეთის ნაკრებში კი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა.

სამწვრთნელო კარიერაში სანიოლის საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებში და „ბორდოში“ უმუშავია, ხოლო 2017 წელს „ბაიერნში“ კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახლდათ.

 

ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის – ვილი სანიოლის მიმართვა გულშემატკივარს 💬❤️

⚽️ დეტალურად ამ ამბის შესახებ, ეროვნული გუნდების ახალ ვებ-გვერდზე შეიტყობთ: bit.ly/3b6hlln

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on ორშაბათი, 15 თებერვალი, 2021

 

წყარო – Gff.ge

 

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრებს ფრანგი მწვრთნელი ჰყავს