კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ვენტსპილსმა” 2 ქართველი ფეხბურთელი დაიმატა

Image source: FK Ventspils Futbola Klubs ფეისბუკ გვერდი

 

ლატვიური საფეხბურთო კლუბი “ვენტსპილსი”, რომელიც 2019 წლის სეზონში ლატვიის უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, ახალი სეზონისთვის ემზადება.

ვენტსპილსმაგიორგი ერისთავი გაიფორმა. 26 წლის ნახევარმცველი ბოლო 1 წელი „თელავში” ირიცხებოდა, რომელიც იანვრის ბოლოში დატოვა. მანამდე კი “სამტრედიას“, “ლიეპაიას“, გორის “დილას“, “დინამო თბილისი 2-ისა“ და “გაგრას” ღირსებას იცავდა.

ვენტსპილსის” რიგებში გაწევრიანდა ასევე გამოცდილი მცველი გიორგი რეხვიაშვილი. 32 წლის წლის ცენტრალური მცველი ლატვიურ გუნდს თბილისურ “საბურთალოდან” შეუერთდა, რომელიც საქართველოს სუპერთასს პირველად მიმდინარე წელს დაეუფლა. გასულ სეზონში ის “საბურთალოს” რიგებში 14 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გუნდში თამაშობენ სხვა ქართველი ლეგიონერებიც28 წლის მცველი გიორგი მჭედლიშვილი და 26 წლის ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი.

 

წყარო – fkventspils.com

 

გიორგი ბეჟანიშვილი 13 წუთი ითამაშა “ილინოისის” მოგებულ შეხვედრაში (ვიდეო)