კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს (ვიდეო)

ვაჟა მარგველაშვილი

 

დღეს პრაღაში დაწყებულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი 66კგ წონით კატეგორიაში გამოვიდა.

ტურნირის მეოთხედფინალში გასულმა ქართველმა ძიუდოისტმა დამატებით დროში ფრანგი ძიუდოისტი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

დღეს კიდევ სამი ქართველი ასპარეზობდა: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ, ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ) გათამაშებას მეორე წრეში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი 19-21 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

წყარო – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა, ხოლო მეორე ბრძოლა დათმო და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა (ვიდეო)