კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვაწაძემ უზბეკეთში გოლი გაიტანა, თასის ნახევარფინალში მისი და შოთა არველაძის გუნდები გავიდნენ

ვაწაძის გოლი

Image source: Championat.asia

 

უზბეკეთის თასის 1/4 ფინალში მათე ვაწაძის და ელგუჯა გრიგალაშვილის „აგმკ-მ“ „მეტალურგი“ დამატებით დროში 4:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ორივე ქართველმა ფეხბურთელმა 120 წუთი ითამაშა. ვაწაძემ კი მე-11 წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა (1:1).

უზბეკეთის თასის ნახევარფინალის საგზური შოთა არველაძის „ფახთაქორმაც“ მოიპოვა და ორივე გუნდი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

 

წყარო – UZPFL

 

საბა ლობჟანიძემ თურქეთში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)