კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვასილ მაისურაძე: “რთული მატჩი გამოდგა, თუმცა ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ”

ვასილ მაისურაძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: Georgia • GFF

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის მატჩი საკუთარ მოედანზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ გააკეთა:

“უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდით, რთული მატჩი გამოდგა, თუმცა ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ. ლიხტენშტაინში სხვა თამაშს ველოდებით, მოედანზე სხვა განწყობით გავალთ. შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაშიც მოხდეს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და 3 ქულა ავიღოთ”,-განაცხადა მაისურაძემ.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ლიხტენშტაინის წინააღმდეგ 8 სექტემბერს სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქ ესხენში ჩარტერული რეისით 7 სექტემბერს გაემგზავრება.

 

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

 

გიორგი კუცია: “საფრანგეთის დონის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ”