კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ვასილ მაისურაძე: “ნოემბერში ველით, რომ სლოვაკეთს მოვუგოთ”

ვასილ მაისურაძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე მატჩი საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართა და 1:0 ანგარიშით გაიმარჯვა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ გააკეთა:

“ნოემბერში ველით, რომ სლოვაკეთს მოვუგოთ და ამ ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდეთ საკმაოდ ორი ძლიერი ნაკრების მერე. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. აზერბაიჯანთან ადვილად არ მოვიდა გამარჯვება. ვფლობდით ინიციატივას, ვერ გამოვიყენეთ ბევრი მომენტი.

ჩვენ მივეცით შანსი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც უწევთ მომავალში 21-წლამდე ნაკრებში ასპარეზობა ”, – განაცხადა მაისურაძემ.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას სლოვაკეთის წინააღმდეგ 12 ნოემბერს შინ გამართავს.

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

 

 

 

რუსებმა ხვიჩა არიენ რობენს შეადარეს