კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვასილ მაისურაძე: “ჩვენ ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება”

ვასილ მაისურაძემ საფრანგეთთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში საფრანგეთს უმასპინძლებს. წლის სადებიუტო თამაშამდე ბოლო ვარჯიში ვასილ მაისურაძის გუნდმა 3 სექტემბერს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გამართა. საწვრთნელი პროცესი 1 საათი გაგრძელდა.

საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაისურაძემ საფრანგეთთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

“შემიძლია ვთქვა, რომ 5-დღიანმა მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა, ტრავმები არ გვაწუხებს. ამ ეტაპზე შანსი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს მიეცემათ და ვთვლი, რომ ეს კარგია. ამ დონეზე მარტივი თამაშები არ არსებობს მითუმეტეს მაშინ, როდესაც საფრანგეთის დონის ნაკრებზე ვსაუბრობთ. ჩვენ ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მატჩი მაღალ დონეზე ჩავატაროთ.”

მატჩი დღეს, გორის “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე შედგება.

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ბოლო ვარჯიში წლის სადებიუტო თამაშამდე