კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვარლამ ლიპარტელიანმა ცინდაოს მასტერსზე რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა

Image source: IJF

 

ჩინეთში მიმდინარე ცინდაოს მასტერსზე ვარლამ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი რუსეთის სახელით მოასპარეზე სომეხ არმან ადამიანს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა.

ამგვარად საქართველოს ნაკრებს უკვე მესამე მედალი აქვს ამ ტურნირზე.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ლაშა ბექაურმა 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო უფრო ადრე 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 

წყარო – ijf.org/, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

ლაშა ბექაური ჩინეთში მასტერსის გამარჯვებული გახდა!