კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვან პერსიმ ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა: “თუ ტიტულს ვერ მოიგებთ, ამ ორი იდიოტის ბრალი იქნება”

Image source: Globoesporte

 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობინ ვან პერსიმ 2013 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენა. „მანჩესტერმა“ დერბი „სიტისთან“ წააგო და ამის მიუხედავად გათამაშებას 12 ქულის უპირატესობით ლიდერობდა.

თუმცა, ფერგიუსონმა ფეხბურთელებთან ძალიან მკაცრად ისაუბრა და მათ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა.

„ასეთ დროს ბევრი დრამას არ შექმნიდა, მაგრამ არა ფერგიუსონი. თამაშის შემდეგ ორი ფეხბურთელი ბარში წავიდა და მეორე დღეს გასახდელში მწვრთნელმა მათი ფოტოები გამოფინა. ამბობდა, რომ თუ ტიტულს დავკარგავდით, ამ ორი იდიოტის ბრალი იქნებოდა. გაგვაფრთილა, რომ თუ კიდევ მოხდებოდა ასეთი რამ, ჯერ გუნდს ჩამოგვაშორებდა და მერე გაგვყიდდა. ამ საუბრის შემდეგ ორჯერ ვივარჯიშეთ და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ვარჯიშები“ – თქვა ვან პერსიმ.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და იმ სეზონში „მანჩესტერი“ ინგლისის ჩემპიონი გახდა.

 

წყარო – Goal.com

 

რონალდინიომ ციხეში ფეხბურთის ტენისი მკვლელთან და ყაჩაღთან წააგო