კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვან დეიკი: “მორიგი ტიტული მიგვაქვს სახლში. ძალიან მეამაყება”

Image source: Virgil van Dijk Twitter

 

ლივერპულის” ცენტრალურმა მცველმა და ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა, ვირჯილ ვან დეიკმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ სოციალურ ქსელში თავისი სიხარული გააზიარა.

“ძალიან რთული კვირის შემდეგ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ სახლში მორიგი ტიტული მიგვაქვს. ვამაყობ გუნდით და ყველა მისი წევრით. დროა სახლში წავიდეთ, ძალები აღვიდგინოთ და მომდევნო მატჩსითვის სრულ მზადყოფნაში ვიყოთ”, – წერს ჰოლანდიელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

 

 

შეგახსენებთ, რომ  „ლივერპულმა“ ისტორიაში პირველად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. იურგენ კლოპის გუნდმა ყატარში გამართულ ფინალში ბრაზილიის „ფლამენგო“ მძიმე ბრძოლაში 1-0 დაამარცხა.

ლივერპული” გახდა პირველი ინგლისური კლუბი ისტორიაში, რომელმაც ერთ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

წყარო – Virgil van Dijk

დღეს ოქსანა კალაშნიკოვა 125 ათასიანი ტურნირის მოგებას შეეცდება