Image source: Getty images
მარკო ვან ბასტენმა ლიონელ მესისა და ანტუან გრიზმანის შესახებ კომენტარი გააკეთა. ლეგენდარული ფეხბურთელის აზრით, რომელსაც სამჯერ აქვს ოქროს ბურთი მოგებული, მესი საკონდიტრო მზარეულივით თამაშობს და უკმაყოფილოა.
„მესი და გრიზმანი ცუდად თამაშობენ. ისინი თამაშობენ, როგორც საკონდიტრო მზარეულები. მესი არ არის კმაყოფილი „ბარსელონაში“ და მის გარშემო შექმნილი ვითარებით. გარდა ამისა, არეულობა გრიზმანთან. ვერ ვხედავთ იმ პიროვნებას, რომელსაც ვიცნობთ“ – აღნიშნა ვან ბასტენმა.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ ჯერ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია და შეიძლება გუნდი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
წყარო – Twitter
ვიდეობი
ფოტოები