კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვალერი ყაზაიშვილმა “ულსანს” დუბლით მოაგებინა (ვიდეო)

Image source: the-afc.com

 

სამხრეთ კორეის K-ლიგა 1-ის 27-ე ტურში ვალერი ყაზაიშვილის „ულსანმა“ სტუმრად „სეული“ 1-ბურთიანი სხვაობით 2:1 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა. ვაკომ ანგარიში 28′-ე წუთზე შორი მანძილიდან გახსნა და თავისიანები დააწინაურა, ხოლო 34′-ე წუთზე მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 2:0 გახადა. ვაკო 87′-ე წუთზე შეცვალეს.

ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი.

 

„ულსანმა“ 51 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

 

წყარო – K LEAGUE

 

 

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის სტუმრები სარაგბო კლუბების პრეზიდენტები იყვნენ