კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვალერი ყაზაიშვილის “ულსანმა” აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა (ვიდეო)

ვაკო ყაზაიშვილის მორიგი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

Image source: Ulsan Hyundai Football Club ფეისბუქ გვერდი

 

სამხრეთ კორეის გუნდმა “ულსანმა” აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მატჩი ტაილანდური “პატუმ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ვალერი ყაზაიშვილის გუნდის დამაჯერებელი 2:0 გამარჯვებით დასრულდა.

ამ მატჩში თავი გამოიჩინა ვალერი ყაზაიშვილმა უკვე ზედიზედ მეორე მატჩში. 28 წლის ქართველმა შემტევმა მეორე ტაიმის მიწურულს, 90′-ე წუთზე შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ყაზაიშვილს სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი აქვს ჩატარებული, 2 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა შესრულებული, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

6 ტურის შემდეგ F ჯგუფის გამარჯვებული 18 ქულით სწორედ ქართველი ლეგიონერის “ულსანი” გახდა, ხოლო ტურნირის 1/8-ფინალში 14 სექტემბერს იაპონურ “კავასაკის” შეხვდება.

 

 

 

 

 

რომელ ადგილზე გავიდა საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა ბუდაპეშტში