კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვალერი ყაზაიშვილის საგოლე გადაცემა გააკეთა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

ვაკოს მორიგი საგოლე გადაცემა

Image source: ulsanhyundaifootballclub ინსტაგრამის გვერდი

 

სამხრეთ კორეის გუნდმა “ულსანმა” აზიის ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩი ტაილანდურ კლუბის “პატუმ იუნატედის“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ვალერი ყაზაიშვილის გუნდის 2:0 გამარჯვებით დასრულდა.

ამ მატჩში თავი გამოიჩინა ვალერი ყაზაიშვილმაც. 28 წლის ქართველმა შემტევმა, რომელმაც 24′-ე წუთზე კიმ მუნ-ჯუნს საგოლე გადაცემა გაუკეთა და მატჩის ანგარიში გაიხსნა.

ყაზაიშვილს სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი აქვს ჩატარებული, 2 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა შესრულებული.

2 ტურის შემდეგ F ჯგუფის სათავეში 6 ქულით სწორედ “ულსანია”.

 

 

 

 

 

 

“რუბინმა” საზეიმოდ გახსნა კარკასული აუზი საწვრთნელ ბაზაზე (ვიდეო)