კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვალერი ყაზაიშვილი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თავის ბრწყინვალე გამოსვლას აგრძელებს (ვიდეო)

ვაკო ყაზაიშვილის მორიგი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

Image source: Ulsan Hyundai Football Club ფეისბუქ გვერდი

 

სამხრეთ კორეის გუნდმა “ულსანმა” აზიის ჩემპიონთა ლიგის მეხუთე მატჩი ვიეტნამური კლუბის “ვიეტელის“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ვალერი ყაზაიშვილის გუნდის დამაჯერებელი 3:0 გამარჯვებით დასრულდა.

ამ მატჩში თავი გამოიჩინა ვალერი ყაზაიშვილმაც. 28 წლის ქართველმა შემტევმა მეორე ტაიმში, 48′-ე წუთზე შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ მატჩის ანგარიში გაიხსნა.

ყაზაიშვილს სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი აქვს ჩატარებული, 2 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა შესრულებული, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

5 ტურის შემდეგ F ჯგუფის სათავეში 15 ქულით სწორედ ქართველი ლეგიონერის “ულსანია”.

 

 

 

 

 

 

წყარო – The AFC Hub

 

 

 

ტოჩინოშინმა ბაშოს მე-6 დღეს ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)