Image source: Legia Warszawa
ვაკო გვილიამ ვარშავის “ლეგიაში” ჩემპიონატის მეორე წრისთვის მოსამზადებელი პირველი ტესტ მატჩი ჩაატარა, სადაც შედეგიანი ქმედებებით გამოირჩა.
პოლონეთის ჩემპიონი მზადებას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ატარებს და პირველი საკონტროლო შეხვედრა ადგილობრივ „ლივასთან“ ჩაატარა, რომელიც დიდი ანგარიშით – 8:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სათადარიგო იყო. პირველ ტაიმში ძირითადად ახალგაზრდულმა შემადგენლობამ ითამაშა, მეორე ნახევარში კი მთავარი შემადგენლობა შევიდა, რომელთა შორისაც გახლდათ ვაკო გვილია.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა და შემდეგ გოლის ავტორიც გახდა.
ვიდეობი
ფოტოები