კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ვაკო გვილიამ პოლონეთში საგოლე პასი ზედიზედ მეორედ შეასრულა (ვიდეო)

Image source: Sport-Super Express

 

პოლონეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ვარშავის „ლეგია“ სტუმრად „რაკოვს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ვარშაველთა რიგებში 54-ე წუთიდან ითამაშა ვაკო გვილიამ, რომელმაც საგოლე პასი შეასრულა. ქართველმა ნახევარმცველმა 73-ე წუთზე ხოსე კანტეს გაატანინა.

გვილიამ წინა ტურშიც შეძლო საგოლე პასის გაკეთება და მიმდინარე სეზონში უკვე 5 ასისტი დაუგროვდა, ხოლო გოლი 3-ჯერ გაიტანა.

ვარშავის „ლეგიას“ 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზეა.

 

 

გეგა დიასამიძემ ბელარუსულ გუნდს მოაგებინა (ვიდეო)